ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ქართულმა დემოკრატიამ იმუშავოს

ღონისძიებები

ოთხშაბათს, 16 ოქტომბერს, 17:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (A კორპუსი, 101 აუდიტორია) ევროპული ფონდის აღმასრულებელი დირექტორის იერჟი პომიანოვსკის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ილიას უნივერსიტეტი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა  გიწვევთ დისკუსიაზე: რა უნდა გავაკეთოთ, რომ ქართულმა დემოკრატიამ იმუშავოს.

დისკუსია  შეეხება დემოკრატიის განვითარებისთვის აუცილებელ პირობებს და ისეთ საკითხებს, როგორიცაა

კანონიერი წარმომადგენლობა: როგორ ახერხებენ პოლიტიკური პარტიები პირადი სიმპატიების, კოლექტიური ინტერესებისა და იდეოლოგიის   შეთავსებას?
როგორ დავიცვათ ბალანსი უმრავლესობის მმართველობასა და უმცირესობების უფლებებს შორის: დემოკრატიის პირობებში გადაწყვეტილებას უმრავლესობა იღებს, მაგრამ სად არის ამ ძალაუფლების საზღვარი ინდივიდის თუ უმცირესობის წარმომადგენლებთან მიმართებაში?
ინსტიტუტები და საერთო სიკეთე: დემოკრატიაში მნიშვნელოვანია პროცესი და კომპრომისი, როდესაც მიღებული შედეგი არავისთვისაა იდეალური, მაგრამ ყველასთვის მისაღებია. როგორ შენდება  სტაბილური დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელიც საერთო სიკეთეს ემსახურება.

დისკუსიის დროს მოხდება ამ და სხვა საკითხების განხილვა, საქართველოს გამოცდილების შედარება პოლონეთთან, რომელმაც კომუნისტური სისტემის დანგრევის შემდეგ რადიკალური ტრანსფორმაცია განიცადა და შეძლო სოციალური და პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვა ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გზით.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:

იერჟი პომიანოვსკი დემოკრატიის ევროპული ფონდის დირექტორია. ის იყო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სამინისტრროს გენერალური დირექტორი დემოკრატიზაციის და განვითარების საკითხებში. სტუდენტობაში იყო  დემოკრატიული ოპოზიციის აქტიური  წევრი კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ოლივერ რაისნერს (მოდერატორი) აქვს გიოტინგენის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. ის იყო ჰუმბოლტის პროგრამის ცენტრალური აზიის/კავკასიის პროგრამის კოორდინატორი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის პროექტის მენეჯერი საქარველოში; დღეს ის პროექტის მენეჯერია ევროკავშირის წარმომადგენლობაში და აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას.

ვაჟა სალამაძე ,,სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ დამფუძნებელია.

თამარ ცოფურაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და სავლე წერეთელის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია.

ბანერები