ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები“ - მარკ ჰედონის გახმაურებული წიგნის პრეზენტაცია აუტიზმის საერთაშორისო დღეს

ღონისძიებები

2 აპრილს, აუტიზმის საერთაშორისო დღეს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი'', გაიმართება მარკ ჰედონის ყველაზე გახმაურებული წიგნის - „რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები“ - პრეზენტაცია. წიგნი ქართულად „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა. წიგნს წარადგენენ მწერალი დიანა ანფიმიადი და გამომცემლობის რედაქტორი, ნინო გოგალაძე.

ავტორის შესახებ

ბრიტანელი მწერალი, ილუსტრატორი და სცენარისტი, მარკ ჰედონი, ახალგაზრდობაში რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან, რამაც განაპირობა ასპერგერის სინდრომის მქონე კრისტოფერ ბუნის პერსონაჟის დამაჯერებლობა. წიგნს მიღებული აქვს უიტბრედის ლიტერატურული პრემია, „გარდიანის“ პრემია საუკეთესო საბავშვო რომანის კატეგორიაში და მრავალი სხვა პრიზი. ავტორი ბუკერის პრემიის კანდიდატების თავდაპირველ სიაშიც მოხვდა.

წიგნის შესახებ

თხუთმეტი წლის კრისტოფერ ჯონ ფრენსის ბუნმა ზეპირად იცის მსოფლიოს ყველა ქვეყნის დედაქალაქი, ყველა მარტივი რიცხვი 7057-მდე და უამრავი სხვა რამ. ბიჭს ძალიან უყვარს და ეცოდება ცხოველები, აი, ადამიანებისა და მათი გრძნობებისა კი ბევრი არაფერი გაეგება; ვერ იტანს შეხებას და კიდევ – ყვითელ ფერს. ერთ ღამეს კრისტოფერი მეზობლის ძაღლს მკვდარს პოულობს და იწყებს გამოძიებას, რომლის დროსაც ბიჭი უამრავ სიძნელეს გადაიტანს და ბევრ საიდუმლოს ამოხსნის.

დრო: 2 აპრილი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი'' (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები