ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ქრისტიანული ფილოსოფია ორიგენედან ფიხტემდე

ღონისძიებები

4 და 5 ოქტომრებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (101-ე აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) ფილოსოფიის ინსტიტუტის და მოდერნულობის კვლევის ინსიტუტის მოწვევით ლექცია - სემინარებს წაიკითხავს ბონის უნივერსიტეტის პროფესორი თეო კობუში.

პროფესორი თეო კობუში მეორედ სტუმრობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. პირველად იგი საპატიო წევრის რანგით სტუმრობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: “სამართლიანობა, ზნეობრიობა, თავისუფლება”, მან წაიკითხა მოხსენება თემაზე: „სამართლიანობის ცნების ისტორიისათვის“

4. ოქტომბერი, 17.00 – ლექცია „იოანეს სახარება - ქრისტიანული ფილოსოფია ორიგენედან ფიხტემდე“

5. ოქტომბერი, 14.00 - სემინარი „დეკარტეს მედიტაციები“

დასწრება თავისუფალია.

ბანერები