ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019

ღონისძიებები

17 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207  აუდიტორიაში ნელი დათუკიშვილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და მათი დეტექცია საკვებში“. 

თემის მოკლე მიმოხილვა

გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები (გმო) და მათგან მიღებული საკვები პროდუქტები შექმნილია თანამედროვე ბიოტექნოლოგიით გენური ინჟინერიის გამოყენებით. გმო-ს მონიტორინგი აქტუალურია ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვისათვის, პროდუქტების ავთენტურობისა და უვნებლობის შეფასებისათვის, საკვების ეტიკეტირებისათვის, საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებისათვის, მომხმარებლის თავისუფალი არჩევანისათვის. ილიაუნის მეცნიერებმა შეისწავლეს გენმოდიფიცირებული და შესაბამისი ველური მცენარეების გენომური დნმ-ები როგორც თესლებში, აგრეთვე პროცესირებულ საკვებში. ეს მცენარეებია: სიმინდი, სოია, ხორბალი, პამიდორი და კარტოფილი. კვლევის შედეგად იდენტიფიცირდა სახეობისა და გმ-ხაზების სპეციფიური ახალი დნმ-მარკერები, შემუშავდა მულტიპლექსური პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ) მეთოდები და დნმ-მიკროარეები გმო-ს ზუსტი და სწრაფი დეტექციისათვის საკვებში.

დრო: 17 დეკემბერი, 19:30 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები