ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ქცევის ანალიტიკოსის, ჰეზერ უაითის, ტრენინგები აუტიზმის მქონე ბავშვებთან მომუშავე ქცევითი თერაპევტებისთვის

ღონისძიებები

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან ერთად, მორიგ პროექტს ახორციელებს.

21-26 ნოემბერს, „კრედოს“ ფინანსური მხარდაჭერით, ინსტიტუტს სტუმრობს ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა მაგისტრი, ამერიკის ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ სერტიფიცირებული, ლიცენზირებული ქცევის ანალიტიკოსი, ჰეზერ უაითი.

21-22 ნოემბერს, 14:00-დან 19:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C 124 აუდიტორიაში ჰეზერ უაითი ჩაატარებს ტრენინგს აუტიზმის მქონე ბავშვებთან მომუშავე ქცევითი თერაპევტებისთვის.

ტრენინგის თემებია:

  • ქცევითი მიზნების არჩევა და შესაბამისი ჩარევის სტრტეგიების განხორციელება;
  • ქცევის ფუნქციური შეფასება და პრობლემური ქცევის შემცირების სტრატეგიები.

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

დრო: 21-22 ნოემბერი, 14:00-19:00 საათი

ადგილმდებარეობა: C 124 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი

ბანერები