ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზის ვებგვერდის პრეზენტაცია

ღონისძიებები

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 21 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზის ვებგვერდის პრეზენტაცია

ვებგვერდის შესახებ

ქშწკგ პროსოპოგრაფიული ბაზის ვებგვერდი http://society.iliauni.edu.ge/ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის მიერ შეიქმნა.

ვებგვერდი გაძლევთ შესაძლებლობას, გაეცნოთ საინტერესო და აქამდე უცნობ ისტორიებს, დაათვალიეროთ თემატური ფოტომასალა პირველწყაროებიდან და იკვლიოთ:

  • ქშწკგ საზოგადოების მიერ დაარსებული საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები – სკოლა, ბიბლიოთეკა, გამომცემლობა, მუზეუმი, დარგობრივ-პროფესიული გაერთიანებები, საქველმოქმედო ფონდები და მათ მიერ ორგანიზებული ღონისძიებები: http://society.iliauni.edu.ge/visualisation 
  • ავთენტურ მონაცემებზე დაყრდნობით გაეცნოთ ორგანიზაციის წევრებს საზოგადოების
  • გაეცნოთ ევროპული განათლების, როგორც საერთო-საყოველთაო იდეის დღემდე უცნობ ისტორიებს, ევროპული სტიპენდიების მეცენატებს დავით სარაჯიშვილით დაწყებული ერთი ურემი კომბოსტოს შემწირველით დამთავრებული http://society.iliauni.edu.ge/persons/article/4976

დრო: 21 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“; ი. ჭავჭავაძის გამზირი N32

დასწრება თავისუფალია.

ბანერები