ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ქართველი მომხმარებლის ქცევა სამომხმარებლო პროდუქტთან მიმართებაში - კვლევის შედეგების პრეზენტაცია

ღონისძიებები

8 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლა გიწვევთ კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე. კვლევას - სახელწოდებით, „ქართველი მომხმარებლის ქცევა სამომხმარებლო პროდუქტთან მიმართებაში: რუსეთის როლი და ზეგავლენის მომხდენი სხვა ფაქტორები“ - წარადგენენ მაია ნონიაშვილი და ნინო ენუქიძე. აღნიშნული კვლევა (ინგლისური სახელწოდებით: ”CONSUMER BEHAVIOR IN THE REPUBLIC OF GEORGIA REGARDING FMCG PRODUCTS: THE ROLE OF RUSSIA IN AFFECTING CONSUMER BEHAVIOR AFTER REACHING DCFTA WITH EU COUNTRIES“) სტატიის სახით დაიბეჭდა ამერიკულ გამოცემაში: Journal of Eastern European and Central Asian Research.

დრო: 8 მაისი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები