ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ქართულ–რუსული ურთიერთობები ევროპის თვალით

ღონისძიებები

6 იანვარს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ლუვენის უნივერსიტეტის (ბელგია) პროფესორს, კატლინ მალფლიტს, რომელიც ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: ”ევროპის თვალით დანახული ქართულ-რუსული ურთიერთობები”.

პროფესორი კატლინ მალფლიტი არის ლუვენის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი და ევროპის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი ჯგუფის წევრი. თავის პრეზენტაციაში პროფესორი მალფლიტი განიხილავს პოსტ-საბჭოთა რეალობას საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპის პოლიტიკის ჭრილში.

მის.: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის “A” კორპუსი, 101-ე აუდიტორია; ი. ჭავჭავაძის გამზ. #32.

ბანერები