ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ქართული ტრადიციული მუსიკის კონცერტი

ღონისძიებები

ორშაბათს, 23 იანვარს, 18.00-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრი გიწვევთ ქართული ტრადიციული მუსიკის კონცერტზე.

კონცერტში ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები წარადგენენ და შეასრულებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხურ სიმღერებსა და საეკლესიო საგალობლებს. მას ეთნომუსიკოლოგები, დოქტორი ნინო მახარაძე და პროფესორი თამაზ გაბისონია ხელმძღვანელობენ.

კონცერტი უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში გაიმართება. (მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, H კორპუსი, 1-ლი სართული, 105 ოთახი).

დასწრება უფასოა.

ბანერები