ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ქართული თეატრი 2016 წელს

ღონისძიებები

2016 წლის 8 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიაუნის თეატრის ფოიეში გაიმართება თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ ტრადიციად დამკვიდრებული წლის შემაჯამებელი კვლევისა და თეატრის კრიტიკოსების მიერ გამოვლენილი რეიტინგების პრეზენტაცია.

პრეზენტაციაზე „ქართული თეატრი 2016 წელს“, რომელიც უკვე მეექვსედ ჩატარდება, გამოვლინდება წარმატებული თეატრები სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით. დასახელდება ყველაზე აქტიური - პრემიერების , გასტროლების , მაყურებლის,  ბილეთების გაყიდვის და წარმოდგენების რაოდენობით გამორჩეული თეატრები; ასევე, რეიტინგული სპექტაკლები, პროდუქტიული რეჟისორები, მსახიობები, სცენოგრაფები და ქორეოგრაფები. 

თეატრების კვლევა სულ 30-მდე კატეგორიაში ჩატარდა და საქართველოში მოქმედი 44 თეატრიდან მასში მონაწილეობდა 42 თეატრი როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონებიდან. მათ შორის იყო კერძო და დამოუკიდებელი თეატრები.

კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილია პროფესიული ხუთეულების შედგენა და რეიტინგების გამოვლენა სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით, რომელშიც თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციასთან თანამშრომლობით 20-ზე მეტი მოქმედი კრიტიკოსი მონაწილეობდა.

საუკეთესო ხუთეულში შესულ თეატრის მოღვაწეებს თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციისა და თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის საპატიო დიპლომები გადაეცემათ.

დრო: 8 თებერვალი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრის ფოიე (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები