ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ქართული თეატრი 2015 წელს - კვლევის პრეზენტაცია

ღონისძიებები

16 თებერვალს, 15:00 საათზე, ილიაუნის თეატრში გაიმართება თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევის - „ქართული თეატრი 2015 წელს“ - პრეზენტაცია. ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდება საუკეთესო ხუთეულები 9 ნომინაციაში.

უკვე მეხუთე წელია, თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი ყოველი წლის დასაწყისში აჯამებს ქართული თეატრების (სახელმწიფო, მუნიციპალური, კერძო) განვლილი წლის მუშაობას, ავლენს და ასახელებს წლის პროდუქტიულ მსახიობებსა და რეჟისორებს, თეატრის მხატვრებს, ასევე ადგენს თეატრების და თეატრის მოღვაწეების პროფესიულ და სტატისტიკურ რეიტინგებს განვლილი ერთი წლის მაგალითზე.

კვლევა, რომელიც ემსახურება თეატრებისა და თეატრის მოღვაწეების მოტივაციის ამაღლებას, წახალისებასა და კონკურენციის გაზრდას, დიდი პოპულარობით სარგებლობს ამ სფეროში მოღვაწეებს შორის.

დრო: 16 თებერვალი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები