ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ქართული სიტყვიერი და მუსიკალური ფოლკლორის ურთიერთმიმართების საკითხები

ღონისძიებები

18-19 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრთან არსებული ეთნომუსიკოლოგიური კვლევის ჯგუფი ატარებს მეორე ეთნოლოგიურ კონფერენციას თემაზე „ქართული სიტყვიერი და მუსიკალური ფოლკლორის ურთიერთმიმართების საკითხები“. კონფერენცია პროფესორ ზურაბ კიკნაძის დაბადებიდან 80 და პროფესორ იოსებ ჟორდანიას დაბადებიდან 60 წლის იუბილეს ეძღვნება.

კონფერენციაზე მოხსენებებს წაიკითხავენ:
ქეთევან ბაიაშვილი, გიორგი ბაღაშვილი, ნაირა ბეპიევი, ნინო პოპიაშვილი, თამაზ გაბისონია, ელენე გოგიაშვილი, გიორგი გოცირიძე, ნათია დეკანოსიძე, ოთარ კაპანაძე, სოფო კოტრიკაძე, ექვთიმე კოჭლამაზაშვილი, ხვთისო მამისიმედიშვილი, ნინო მახარაძე, იოსებ ჟორდანია, ნინო ღამბაშიძე.
კონფერენცია სხვადასხვა თემაზე ორ წელიწადში ერთხელ იმართება. მასალები ქვეყნდება.

კონფერენციის დრო და ადგილმდებარეობა:
18 ივნისი - A 101 აუდიტორია
19 ივნისი - A 404 აუდიტორია
დრო: 10:00 საათი

ბანერები