ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ქართული სინტაქსი და უნივერსალურ დამოკიდებულებათა სქემები“ – ილიაუნის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის სემინარი

სემინარები

21-22 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ორდღიანი სემინარი „ქართული სინტაქსი და უნივერსალურ დამოკიდებულებათა სქემები“.

სემინარზე მიმოხილული იქნება ქართული სინტაქსის თავისებურებანი და მათი შესწავლის აუცილებლობა ბუნებრივი ენის დამუშავების ამოცანების გადასაწყვეტად, ქართული ენის ხეთა ბანკის შესაქმნელად და მოდელების დასატრენინგებლად უნივერსალურ დამოკიდებულებათა ფარგლებში.

სემინარების სადისკუსიო ნაწილში შესაძლებელი იქნება თემის პრობლემური საკითხების განხილვა და მათი მოგვარების გზების ძიება.


სემინარის I დღე

21 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიაუნის F303 აუდიტორიაში ჩატარდება სემინარის პირველი ნაწილი, რომელიც ეძღვნება „ქართული ენის სინტაქსის ზოგიერთ საკითხს“ და მის მიმართებას „უნივერსალურ დამოკიდებულებათა თეორიულ ჩარჩოსთან“.

სემინარის II დღე

22 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიაუნის F303 აუდიტორიაში გაიმართება სემინარის მეორე ნაწილი, რომელიც ეძღვნება დისკუსიას შემდეგ თემებზე: „უნივერსალურ დამოკიდებულებათა ანოტირების სქემები" და „უნივერსალურ დამოკიდებულებათა მოდელის ტრენინგი".

ღონისძიება გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის საგრანტო პროექტის ფარგლებში (N FR-22-20496) სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

მომხსენებლები:

  • ერეკლე მაღრაძე, ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის ხელმძღვანელი;
  • ირინა ლობჟანიძე, ენათმეცნიერების მიმართულების პროფესორი;
  • სვეტლანა ბერიკაშვილი, ენათმეცნიერების მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
  • ანზორ გოზალიშვილი, Quantori-ის სამანქანო დასწავლის ინჟინერი.

მოდერატორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე.


სამუშაო ენა: ქართული

დრო: 21-22 ნოემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

 2023 წელი

ბანერები