ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ქართული ენის სწავლება და თანამედროვე საერთაშორისო მეთოდოლოგია“

ღონისძიებები

2014 წლის 10-11 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (A101 აუდიტორია) ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „ქართული ენის სწავლება და თანამედროვე საერთაშორისო მეთოდოლოგია“ .

კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების 2012 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტის - „ძველი და თანამედროვე ქართული ენის სასწავლო ონლაინპორტალი“ - ფარგლებში.
 
კონფერენციის მიზანია ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის სწავლებისა და მეთოდიკის სფეროში გაწეული სამუშაოების წარმოდგენა ენების ელექტრონული სწავლების საერთაშორისო გამოცდილების ჭრილში, შედეგების შეჯამება, გამოცდილების გაზიარება და სამომავლო ამოცანების დასახვა.

კონფერენციის თემატიკა:
• ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლება
• ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება
• მეორე ენის/ბილინგვური მასწავლებლის მომზადება
• ენების ელექტრონული სწავლება

მონაწილეობის პირობები:

მომხსენებელმა 200-300 სიტყვისაგან შემდგარი რეზიუმე ქართულ (შრიფტი sylfaen) ან ინგლისურ (შრიფტი Times New Roman) ენაზე უნდა წარმოადგინოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geolingvostudio@iliauni.edu.ge.

მოხსენებათა წარდგენის ბოლო ვადა - 5 ოქტომბერი.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ ანკეტის შევსებას (იხ. ბმული) და attachment-ის სახით გადმოგზავნას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geolingvostudio@iliauni.edu.ge

კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.
თითოეული მოხსენების ხანგრძლივობა - 25 წუთი;
ვორკშოფის პრეზენტაციის ხანგრძლივობა - 15 წუთი.

ბანერები