ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის

ღონისძიებები

30 მაისს, 13:00 საათზე, G 106 აუდიტორიაში (ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) გაიმართება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი) მოხალისე პედაგოგების გაგზავნის მიზნით კონკურსის პრეზენტაცია.

პროგრამის აღწერილობა:

პროგრამის მიზანია ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ახალი სტრატეგიის ფარგლებში ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისათვის სახელმწიფო ენის შესწავლის გაძლიერება. პროგრამის მონაწილეები იცხოვრებენ ადგილობრივ ოჯახებში და ერთი აკადემიური წლის მანძილზე იმუშავებენ არაქართულენოვან საჯარო სკოლებში. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, ვისთვისაც ქართული მშობლიური ენაა და ფლობენ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს.

პროგრამის მონაწილე მიიღებს ყოველთვიურ ხელფასს. ამას გარდა, ბაკალავრის ხარისხის მქონე ახალგაზრდები, პროგრამაში მონაწილეობისა და მაგისტრატურის გამოცდების წარმატებით დაძლევის შემდეგ მიიღებენ სახელმწიფო სამაგისტრო გრანტს. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაში მონაწილეობა ყველას ჩაეთვლება სკოლაში პედაგოგად მუშაობის სტაჟში. სკოლაში გაგზავნამდე ყველა მონაწილე გაივლის სპეციალურ მომზადებას პედაგოგიკის პრინციპებში.

ხანგრძლივობა: 2012-2013 აკადემიური წელი.

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2012 წლის 20 ივნისი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქვემო ქართლის/სამცხე-ჯავახეთის/კახეთის რეგიონი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონულად უნდა დარეგისტრირდნენ არა უგვიანეს 2012 წლის 20 ივნისისა ვებ-გვერდზე: www.mes.gov.ge ან www.tpdc.ge

წარმოდგენილი აპლიკაციების განხილვის შემდეგ პროგრამის ადმინისტრაცია დაუკავშირდება მხოლოდ კონკურსის მეორე ეტაპზე გასულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან ქართული ენის ტესტს და გასაუბრებას.

ბანერები