ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ქართულ-ირანული სპექტაკლის „ნისლიანი სეზონის“ პრემიერა

ღონისძიებები

თეატრალურ სეზონს ილიაუნის  თეატრი ახალი სპექტაკლის პრემიერით დახურავს. 27, 28 და 29 ივნისს წარმოდგენილი იქნება ქართულ-ირანული სპექტაკლი „ნისლიანი სეზონი“.

„ნისლიანი სეზონი“ ილიაუნის თეატრის პირველი საერთაშორისო პროექტია. პიესა ბრიტანულ-ირანული წარმოშობის რეჟისორსა და მსახიობს, დიანა ფატჰის ეკუთვნის. სპექტაკლში, რომელშიც მოქმედება ამოუცნობ,არაამქვეყნიურ ადგილას ხდება, როლებს თამაშობენ როგორც ილიაუნის თეატრალური ცენტრის კურსდამთავრებულები, ისე ცნობილი მსახიობები. ვინაიდან სპექტაკლი ორი ქვეყნის ერთობლივი პროდუქციაა, ის თეატრისმუდმივ რეპერტუარში ვერ დარჩება, მაგრამ  ოქტომბერში, თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, ილიაუნის თეატრი მას კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ.

პრეს - რელიზი>>>

 

ბანერები