ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ქართულ-ფრანგული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ღონისძიებები

29 სექტემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 ოთახში გაიმართება ქართულ-ფრანგული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ღონისძიება:

  • გონკურის პრემიის საქართველოს არჩევანის ლაურეატის გამოცხადების ცერემონია

გონკურის პრემია ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიაა, რომელსაც საფრანგეთი საუკეთესო ფრანგულენოვანი ნაწარმოებისათვის.

საქართველო 2019 წელს შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, რომელთაც უფლება აქვთ, არჩევანი გააკეთონ. წელს საკუთარ არჩევანს გააკეთებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის ა. წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის ახალგაზრდა მკითხველები იმ ოთხ მწერალს შორის, რომლებიც გონკურის აკადემიამ 2022 წელს კონკურსის მესამე ტურზე შეარჩია:

  1. Brigitte Giraud, Vivre Vite, Paris, Flammarion, 2022 (Prix Goncourt 2022)
  2. Giuliano da EMPOLI, Le Mage du Kremlin, Paris, Gallimard, 2022
  3. Cloé KORMAN, Les Presque Sœurs, Paris, Seuil, 2022
  4. Makenzy ORCEL, Une somme humaine, Rivages, 2022

კონკურსს ყოველწლიურად ორგანიზებას უწევენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მხარდაჭერით.

ილიაუნი ხელმძღვანელობს ლაურეატის გამოცხადების ოფიციალურ ცერემონიას – ასევე? ამზადებს პრიზს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უზრუნველყო პრემიის პირველი ლაურეატის, ფრანგი მწერლის, ჟან-ლუკ კოატალემის რომანის „წილი და ხვედრი შთამომავლისა“ თარგმანი და გამოცემა. მთარგმნელს, საფრანგეთში საქართველოს ელჩს, ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობის ვიცე-პრეზიდენტ გოჩა ჯავახიშვილს გამომცემლობა „აგორამ“ გადასცა გერონტი ქიქოძის პრემია ფრანგულენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარგმანისათვის.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჟან-ლუკ კოატალემი 2022 წლის ივლისში თბილისში მოიწვია შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესზე. მწერალი ქართველ მკითხველს შეხვდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში, სადაც მას გიგა იაკობაშვილის მიერ დამზადებული პრიზი გადაეცა. ქართველი ახალგაზრდების მეორე და მესამე არჩევანი დაემთხვა გონკურის აკადემიის არჩევანს: Hervé Le Tellier-ს L’Anomalie (ქართულ ენაზე თარგმნა პაატა ჯავახიშვილმა) და Mohamed Mbougar Sarr-ის La plus secrète mémoire des hommes.

  • მთარგმნელების –ჟორჟ ეკიზაშვილისა და ბორის ბაჩანა ჩაბრაძის დაჯილდოება

გონკურის პრემიის საქართველოს არჩევანის ლაურეატის გამოცხადების ცერემონიის შემდეგ გაიმართება საერთაშორისო ასოციაცია ფრანგული რენესანსის მიერ დაწესებული ოქროს მედლის Médaille d’or du Rayonnement culturel გადაცემის ცერემონია. მედლები გადაეცემათ მთარგმნელებს ჟორჟ ეკიზაშვილსა და ბაჩანა ჩაბრაძეს.

  • პოეტ ნიკა ჯორჯანელის კრებულის პრეზენტაცია

დასასრულ გაიმართება ნიკა ჯორჯანელის ლექსების კრებულის ფრანგულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია. ლექსები თარგმნა ბორის ბაჩანა ჩაბრაძემ.

ფორმატი: ჰიბრიდული

Join Zoom Meeting https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/81598506454

სამუშაო ენები: ქართული,ფრანგული

დრო: 29 სექტემბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი, მე-8 სართული, ოთახი 800, გ. წერეთლის ქ. N3

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

ბანერები