ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ქალთა უფლებების გაკვეთილი 117-ე საჯარო სკოლაში

ღონისძიებები

ქალთა ისტორიის თვის აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი თამარ კაპანაძე თბილისის 117-ე საჯარო სკოლის IX-X კლასების მოსწავლეებს შეხვდება და ქალთა უფლებების შესახებ ესაუბრება.

რა პრობლემებს აწყდებიან ქალები და გოგოები საქართველოში, როგორია მათი უფლებრივი მდგომარეობა და რა უნდა იცოდნენ მოზარდებმა ქალთა უფლებების დასაცავად, ეს სწორედ ის თემებია, რომლებსაც შეხვედრაზე მოსწავლეები განიხილავენ.

მომხსენებელი: თამარ კაპანაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი

დრო: 27 მარტი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: თბილისის 117-ე საჯარო სკოლა, თრიალეთის ქუჩა N7 

2020 წელი

ბანერები