ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ქალთა საკუთრების უფლება

ღონისძიებები

4 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობასთან”. შეხვედრა  ჩატარდება  კამპანიის ,,დავიცვათ ქალის საკუთრების უფლება“ ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ  ხორციელდება რეგიონალური პროგრამის ,,ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება  სამხრეთ კავკასიაში  მშვიდობის მშენებლობისთვის” ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით  და ავსტრიის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით.

შეხვედრაზე  განხილული იქნება  რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი: ქორწინებისა და თანასაკუთრების რეგისტრაცია- პირობები და შედეგები; მემკვიდრეობის უფლება და მისი მიღების პირობები;  სად შეიძლება მიიღოთ უფასო იურიდიული დახმარება და სხვა.

,,კანონით ქალები და კაცები საკუთრების ფლობაზე თანაბარი უფლებით სარგებლობენ, თუმცა უმეტესწილად საკუთრება კაცებზეა დარეგისტრირებული და ქალები იშვიათად აცნობიერებენ, რომ ოჯახის მამრობითი წევრების მსგავსად საკუთრების მემკვიდრეობით მიღების და ფლობის თანაბარი უფლება აქვთ”- აღნიშნავს თანხმობის ხელმძღვანელი იულია ხარაშვილი.

ბანერები