ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ქალთა ისტორიის თვე ილიაუნიში

ღონისძიებები

ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით ტრადიციულად აღნიშნავს ქალთა ისტორიის თვეს და გიწვევთ მარტში დაგეგმილ ღონისძიებებზე:

დოკუმენტური ფილმი „უთქმელი ისტორიები“ XIX-XX საუკუნეებში მცხოვრები სამი ქართველი ქალის – ბარბარე ჯორჯაძის, ეკატერინე გაბაშვილისა და კატო მიქელაძის – ცხოვრებასა და ფემინისტურ მოღვაწეობას ეძღვნება. ფილმის მიზანი საზოგადოებისთვის ქართველი ქალების უცნობი ფემინისტური მემკიდრეობის ჩვენებაა.

ვრცლად - https://bit.ly/2XveN8W

დრო: 12 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო ოთახი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)

გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, ბავშვების 21.7% საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ხშირია ბავშვთა მიმართ ძალადობა მისი ყველა ფორმით – იქნება ეს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური. ბოლო პერიოდში საზოგადოებამ არაერთხელ იხილა სისტემის ხარვეზის ფატალური შედეგები. რას აკეთებს სახელმწიფო ბავშვთა უფლებების დასაცავად, მათ მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად? რა პრობლემებთან უწევთ გამკლავება ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სოციალურ მუშაკებს? რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების ჩართულობა, როცა ბავშვთა ძალადობაზე ვსაუბრობთ? სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ საჯარო დისკუსიაზე დარგის სპეციალისტებთან ერთად.

ვრცლად - https://bit.ly/2IJVF3F

დრო: 14 მარტი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: აუდიტორია A101 (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დისკუსიაზე საუბარი შეეხება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახურ დანაშაულებთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ საკანონმდებლო ბაზას, პრაქტიკაში არსებულ პრობლემებსა და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. განხილური იქნება, თუ როგორია ოჯახში ძალადობისა და ქალთა წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ბოლო პერიოდის სტატისტიკა.

ვრცლად - https://bit.ly/2UeUN8x

დრო: 18 მარტი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: აუდიტორია A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის A კორპუსის ეზოში, ელენორ რუზველტის 13-მეტრიანი მურალის წინ, გაიმართება მისი ტექსტების საჯარო კითხვა, რათა ვიზეიმოთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ავტორისა და აქტივისტის ცხოვრება, მოღვაწეობა და მრავალწლიანი ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის.

ვრცლად - https://bit.ly/2En8zz3

დრო: 20 მარტი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსის შიდა ეზო

ფილმი „მე მქვია მალალა“ პაკისტანელი აქტივისტის, ქალთა და გოგონათა უფლებების დამცველის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, მალალა იუსუფზაის შესახებ მოგვითხრობს. ეს არის ისტორია მის ბრძოლაზე განათლების უფლებისთვის, რომელიც მალალას ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

ვრცლადhttps://bit.ly/2XpomWO

სამუშაო ენები: ქართული/ინგლისური

დრო: 22 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო ოთახი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლექციაზე „სექსუალური ძალადობის დაუსჯელობა – ქართული კანონმდებლობის ხარვეზები“ სწორედ ამ პრობლემურ საკითხებს განვიხილავთ ორგანიზაცია Equality Now-ს ევრაზიის კონსულტანტ თამარ დეკანოსიძესთან ერთად, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალადობის შესახებ კანონმდებლობისა და მისი იმპლემენტაციის ხარვეზების შესახებ მომზადებული მასშტაბური კვლევის ერთ-ერთი ავტორია. ჩიკაგოს ნორთ-ვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორ ბრიჯიტ არიმონდთან ერთად კი ზემოაღნიშნული საკითხების ამერიკული მოწესრიგების მოდელზე იქნება საუბარი.

ვრცლადhttps://bit.ly/2T4I4bQ

სამუშაო ენები: ქარული/ინგლისური

დრო: 26 მარტი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საჯარო ლექციაზე საუბარი შეეხება ქალების გაჩუმების ისტორიულ პრაქტიკას, პირადი ცხოვრების უფლებასა და მისი ხელშეუხებლობის მნიშვნელობას. განხილული იქნება ქართული და ამერიკული კონტექსტი.

ვრცლადhttps://bit.ly/2H9Jta3

სამუშაო ენები: ქართული/ინგლისური

დრო: 28 მარტი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

2019

ბანერები