ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ქალთა ისტორიის თვე 2021

ღონისძიებები

ქალთა ისტორიის თვე მსოფლიოს მასშტაბით ყოველი წლის მარტში აღინიშნება დამისი მიზანი ისტორიულ წარსულსა და თანამედროვე საზოგადოებაში ქალთა წვლილის, მიღწევებისა და მნიშვნელობის წარმოჩენაა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათამიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) თანამშრომლობით ტრადიციულად უერთდება ქალთა ისტორიის თვის აღნიშვნას კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლი ქალების შესახებ ონლაინ- კამპანიითა და სხვადასხვა ღონისძიებით.

ტელესერიალის„დაუჯერებელი“ განმეორებითი ჩვენება და დისტანციური დისკუსია

ქალთა ისტორიის თვის აღნიშვნას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი მინი ტელესერიალის „დაუჯერებელის” განმეორებითი ჩვენებითა და დისტანციური დისკუსიით შეუერთდება.

დისკუსია გაიმართება Zoom-ის ფორმატში. ონლაინდისკუსიაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/25x9j2ba

დისკუსიამდე ნახეთ ფილმი: https://tinyurl.com/36h8e7v3

ბოლო წლებში საქართველოში ძალადობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პოლიტიკა გაუმჯობესდა, თუმცა სექსუალური ძალადობის მიმართულებით მიდგომა პრაქტიკულად უცვლელია. ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე გამოვლენილმა ტრაგიკულმა შემთხვევებმა ცხადყო სქესობრივი დანაშაულების შესახებ არსებული კანონმდებლობის და მისი იმპლემენტაციის ხარვეზები. 

მინი ტელესერიალი „დაუჯერებელი“ ნამდვილ ამბავზეა აგებული და სერიული გაუპატიურების შემთხვევათა გამოძიებაზე მოგვითხრობს. სერიალი კარგად აჩვენებს, თუ რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, როცა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემა და საზოგადოება მას სათანადოდ არ ეპყრობა.

მომხსენებელები:

თამარ დეკანოსიძე, ორგანიზაცია Equality Now-ის ევრაზიის კონსულტანტი;

გოგა ხატიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი

მოდერატორი:

მარიამ გორგოშაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი

დრო: 18 მარტი, 19:00 საათი

___________________________________________________________________________________________________

ფილმის „მონა ლიზას ღიმილი“ ჩვენება და დისტანციური დისკუსია

ფილმი „მონა ლიზას ღიმილი“ მოგვითხრობს კეტრინ ანა უოტსონის ისტორიას. იგი კალიფორნიიდან მასაჩუსეტსის შტატში მიემგზავრება ველესლის კოლეჯში ხელოვნების ისტორიის მასწავლებლად. ფილმი ასახავს1950-იანი წლების ამერიკელი ქალების ცხოვრებას და მათ როლს საზოგადოებაში.

ახალგაზრდა მასწავლებელმა ქალმა, ანამ უნდა შეძლოს და დაეხმაროს მოსწავლეებს მკაცრ საზოგადოებრივ ნორმებსა და ინტელექტუალურ თავისუფლებას შორის არჩევანის გაკეთებაში.

დისკუსია გაიმართება Zoom-ის ფორმატში. ონლაინდისკუსიაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/25x9j2ba

დისკუსიამდე ნახეთ ფილმი: https://tinyurl.com/4dfk9fsy

მომხსენებელები:

მანანა კაპეტივაძე, ქ. ბაღდათის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ლაურეატი (2018 წ.)

ლადო აფხაზავა, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ლაურეატი (2017 წ.)

მოდერატორი:

მარიამ ხარებაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი

დრო: 29 მარტი, 19:00 საათი

2021 წელი

ბანერები