ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ქალები საქართველოდან“ - პროექტის პრეზენტაცია და დისკუსია

ღონისძიებები

13 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, პროექტის - „ქალები საქართველოდან“ - ავტორი და ხელმძღვანელი, მაია ჩიტაია, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება.

შეხვედრა გაიმართება „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ ორგანიზებით. შეხვედრის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს სოციალური პროექტი - „ქალები საქართველოდან“, მისი მიზნები, განხორციელების პროცესი. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გამოთქვან აზრი განხილულ პრობლემებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით.

პროექტის შესახებ

სოციალური პროექტი - „ქალები საქართველოდან“ ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის - „ქალის ხმა“ - მიერ, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია, საზოგადოებას გააცნოს, თუ რა სირთულეებს შეიძლება წააწყდეს ქალი პირად და სოციალურ ცხოვრებაში და როგორ უმკლავდება ამ გამოწვევებს. პროექტი მოიცავს ისტორიას სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, სექსუალური ორიენტაციის 150 ქალზე, რომელთაც საზოგადოებრივ სტიგმებთან უწევთ გამკლავება.

დრო: 13 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2017 წელი

ბანერები