ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ქალები სამხედრო სფეროში

ღონისძიებები

9 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა თემაზე: „ქალები სამხედრო სფეროში?“.

რა სირთულეებს აწყდებიან ქალები სამხედრო სფეროში? რა პოლიტიკა არსებობს უსაფრთხოების სექტორში ქალთა კარიერული განვითარების ხელშეწყობისთვის? როგორ უნდა ასრულებდეს სახელმწიფო ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომელთა მოთხოვნაა ქალთა გაზრდილი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე უსაფრთხოების სექტორსა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში. როგორია ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება?

ამ საკითხებზე სასაუბროდ ილიაუნის გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი გლობალური კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი გვეწვევა.

მომხსენებლები: პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი

თამუნა ქაროსანიძე, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროგრამის ხელმძღვანელი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე (2012-2014)

მოდერატორი: გიგა ზედანია, ილიაუნის რექტორი

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში 16-დღიან გლობალურ კამპანიასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

დრო: 9 დეკემბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი” (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2019 წელი

ბანერები