ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ქალები მეცნიერებაში – Live-შეხვედრა პროფესორ ნინო დობორჯგინიძესთან

ღონისძიებები

27 მაისს განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენაზე ექსპო ჯორჯიას ორგანიზებით ილიაუნის სერიის „ქალები მეცნიერებაში“ ფარგლებში გაიმართება Live-შეხვედრა პროფესორ ნინო დობორჯგინიძესთან.  

ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სამეცნიერო მიმართულებით, არის ენათმეცნიერი, ენობრივი სამყაროს მკვლევარი ციფრული ჰუმანიტარიის მიმართულებით.  

შეხვედრაზე სამეცნიერო კარიერით დაინტერესებულ აუდიტორიას გაუზიარებს თავის გამოცდილებას – რა სტერეოტიპებისა და სირთულეების გადალახვა მოუხდა სამეცნიერო კარიერაში, როგორ მოახერხა წინააღმდეგობათა დაძლევა და წარმატების მიღწევა; ასევე გააცნობს იმ პროექტებს, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ან მიმდინარეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ჰუმანიტარიის მიმართულებით.

დრო: 27 მაისი, 13:00-13:40 საათი

ფორმატი: დისტანციური

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3fRrxRn

დასწრება თავისუფალია.

2021 წელი

ბანერები