ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ქალები მეცნიერებაში – Live-შეხვედრა პროფესორ მარი მურცხვალაძესთან

ღონისძიებები

27 მაისს განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენაზე ექსპო ჯორჯიას ორგანიზებით ილიაუნის სერიის „ქალები მეცნიერებაში“ ფარგლებში გაიმართება Live-შეხვედრა პროფესორ მარი მურცხვალაძესთან.     

მარი მურცხვალაძე, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი კონსერვაციული გენეტიკის მიმართულებით, მოლეკულური ლაბორატორიის ხელმძღვანელია. ასევე არის ლუგარის გენომის ცენტრის მკვლევარი.

შეხვედრაზე სამეცნიერო კარიერით დაინტერესებულ აუდიტორიას გაუზიარებს თავის გამოცდილებას – რა სტერეოტიპებისა და სირთულეების გადალახვა მოუხდა სამეცნიერო კარიერაში, როგორ მოახერხა წინააღმდეგობათა დაძლევა და წარმატების მიღწევა; ასევე გააცნობს იმ სამეცნიერო პროექტებს, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით ან/და მონაწილეობით განხორციელდა, ან მიმდინარეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გენეტიკის მიმართულებით.

დრო: 27 მაისი, 14:20-15:00 საათი

ფორმატი: დისტანციური

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3fRrxRn

დასწრება თავისუფალია.

2021 წელი

ბანერები