ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ქალები მეცნიერებაში – Live-შეხვედრა პროფესორ მაია თოდუასთან

ღონისძიებები

27 მაისს განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენაზე ექსპო ჯორჯიას ორგანიზებით ილიაუნის სერიის „ქალები მეცნიერებაში“ ფარგლებში გაიმართება Live-შეხვედრა პროფესორ მაია თოდუასთან.   

მაია თოდუა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის მიმართულებით.

შეხვედრაზე სამეცნიერო კარიერით დაინტერესებულ აუდიტორიას გაუზიარებს თავის გამოცდილებას – რა სტერეოტიპებისა და სირთულეების გადალახვა მოუხდა სამეცნიერო კარიერაში, როგორ მოახერხა წინააღმდეგობათა დაძლევა და წარმატების მიღწევა; ასევე გააცნობს იმ სამეცნიერო პროექტებს, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით ან/და მონაწილეობით განხორციელდა, ან მიმდინარეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის მიმართულებით. 

დრო: 27 მაისი, 13:40-14:20 საათი

ფორმატი: დისტანციური

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3fRrxRn

დასწრება თავისუფალია.

2021 წელი

ბანერები