ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ქალაქის სივრცული დაგეგმარება

ღონისძიებები

17 მაისს, ხუთშაბათს, 15:00 საათზე, G106 აუდიტორიაში (ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) ჩატარდება პოლონელი პროფესორის, ცეზარი მადრის საჯარო ლექცია თემაზე ”ქალაქის სივრცული დაგეგმარება - პოლონეთის პრეცენდენტი”.

ლექციის დროს განხილული იქნება ქალაქის სივრცული დაგეგმარებისა და სტრუქტურის 4 ძირითადი კონცეფცია: მორფოლოგიური, დემოგრაფიული, სოციალური და ფუნქციონალური. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ურბანულ დაგეგმარებას. ლექციის დროს წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა კონცეფციით დაგეგმარებული ქალაქების მაგალითები, დეტალურად იქნება განხილული პოლონეთის ქალაქ პოზნანის პრეცენდენტი.

ლექცია ჩატარდება პოლონურ ენაზე, უზრუნველყოფილი იქნება პირდაპირი ქართული თარგმანი.

დასწრება თავისუფალია.

ბანერები