ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ქალაქი და ძაღლები“ – მარიო ვარგას ლიოსას რომანის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურელ კლუბში

ღონისძიებები

19 ივლისს, 19:00 საათზე, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „ინტელექტი“ გეპატიჟებათ მარიო ვარგას ლიოსას რომანის  „ქალაქი და ძაღლების“   წარდგენაზე.

„ქალაქი და ძაღლები“ ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის პირველი რომანია. წიგნში აღწერილია ლეონსიო პრადოს სამხედრო სასწავლებლის სასტიკი ყოფა. „ქალაქი და ძაღლები“ დიდწილად მწერლის პირადი გამოცდილების ნაყოფია, რადგან თავადაც ამ სასწავლებლის მოსწავლე იყო. რომანმა იმთავითვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება ორიგინალური მხატვრული გადაწყვეტითა და ძალადობრივი სისტემის მხილებით. წიგნმა საფუძველი ჩაუყარა ლიტერატურის განახლებას პერუში და ლათინოამერიკული მწერლობის პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში.   

წიგნზე მთარგმნელი ლანა კალანდია ისაუბრებს.

დრო19 ივლისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 

დასწრება თავისუფალია.

ბანერები