ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პუბლიცისტი და მთარგმნელი ლევან რამიშვილი - სტუმრად ილიაუნის პოეზიის კლუბში

ღონისძიებები

5 თებერვალს, ხუთშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში "ლიგამუსში", პოეზიის კლუბი გიწვევთ  ლევან რამიშვილის ახალი წიგნის  - "დაფარული ვეფხისტყაოსანი"  - პრეზენტაციაზე. პუბლიცისტი, მთარგმნელი, ლიტერატურული პრემია "საბას" 2006 წლის ლაურეატი, ლევან რამიშვილი, თავად წარადგენს საკუთარ წიგნს და წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "ვეფხისტყაოსანი"  მსოფლიო რელიგიებისა და ეზოთერული ცოდნის კონტექსტში".

დასწრება თავისუფალია.

ბანერები