ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროკრედიტ ბანკში დასაქმების უნიკალური შანსი

ღონისძიებები

18 და 19 ნოემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ”პროკრედიტ ბანკის” ადამიანური რესურსების განყოფილების თანამშრომლები დაინტერესებულ ახალგაზრდებს  გააცნობენ ინფორმაციას ახალგაზრდა ბანკირების პროგრამის შესახებ. 18 ნოემბერს შედგება შეხვედრა ილიაუნის ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის, ხოლო 19 ნოემბერს - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

”პროკრედიტ ბანკი” იწყებს კადრების შერჩევას დასაქმების საერთაშორისო პროგრამისთვის, რომელიც ჩატარდება ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში.

შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

  •     ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  •     სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  •     მიზანდასახულობა და ენერგიულობა;
  •     დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  •     ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  •     ”პროკრედიტ ბანკში” პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სურვილი.

ახალგაზრდა ბანკირების პროგრამაში მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი შეზღუდულია 21-დან 32 წლამდე.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

დრო: 18 და 19 ნოემბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები