ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„პროკრედიტ ბანკის“ წარმომადგენელთა საინფორმაციო შეხვედრა

ღონისძიებები

15 აპრილს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, გაიმართება „პროკრედიტ ბანკის“ წარმომადგენელთა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან. ბანკის ადამიანური რესურსების განყოფილების თანმშრომლები ილიაუნის  მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის  ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს გააცნობენ „ახალგაზრდა ბანკირების საერთაშორისო პროგრამას“, რომელიც ითვალისწინებს 6-თვიან სასწავლო კურსს ქალაქ სოფიაში (ბულგარეთი).

კანდიდატთა შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • მიზანდასახულობა და ენერგიულობა;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • „პროკრედიტ ბანკში“ პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სურვილი.

დრო: 15 აპრილი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

„ახალგაზრდა ბანკირების საერთაშორისო პროგრამის“ შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები