ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროგრამა იდეიდან ინოვაციამდე - უნივერსიტეტის პერსპექტივა

ღონისძიებები

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება პროექტი „იდეიდან ინოვაციამდე - უნივერსიტეტის ფარგლებში“.

პროექტის აღწერა


პროგრამა დაფუძნებულია ემპირიულ ცოდნაზე და ეხება უნივერსიტეტების მოვალეობასა და საქმიანობას ინოვაციების მიმართულებით და ამ მხრივ ორი სექტორის - სამთავრობო და ინდუსტრიულის - ურთიერთკავშირს. პროგრამა შედგება 3 სემინარისა და 4 ვორკშოპისგან  და გათვლილია შიდა საუნივერსიტეტო შესაძლებლობების იდენტიფიცირებაზე. მას შემდეგ, რაც მოხდება შიდა საუნივერსიტეტო შესაძლებლობების იდენტიფიცირება, შესაძლებელია, შეიქმნას ახალი ბიზნესმოდელები (start-up და spin-off).

პროგრამა ასევე დაგეხმარებათ მოიძიოთ ინფორმაცია ინოვაციური ცენტრებისა და ინოვაციების პორტფოლიოების შესაქმნელად. პროგრამის მეშვეობით თქვენ შეძლებთ  განსაზღვროთ თქვენი პირველი წარმატებული ქეისი, სადაც მოხდება ტექნოლოგიის ტრანსფერი უნივერსიტეტებიდან ინდუსტრიებში.

პროგრამა გაყოფილია ორ ნაწილად:
1. სემინარები ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს შეისწავლოს მეტი ნოვაციების შესახებ, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების ასევე კერძო მეწარმეობის პერსპექტივიდან.
2. ვორკშოპები ნებისმიერი აკადემიური და ადმინისტრაციული თანამშრომლისთვის, რომლებიც ჩართულნი იქნებიან საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის შექმნაში და ხელს შეუწყობენ მდგრადი ინოვაციების ჩამოყალიბებას უნივერსიტეტების ფარგლებში.

პროგრამის კალენდარი

ბანერები