ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორი თენგიზ ვერულავა ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში

ღონისძიებები

27 ნოემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გიწვევთ ილიაუნის ლიტერატურული კლუბის მორიგ შეხვედრაზე, რომლის სტუმარიც ილიას უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ვერულავა იქნება. 2014 წლის 25 ნოემბერს ტერენტი გრანელის დაბადებიდან 117 წლისთავი აღინიშნება.

თენგიზ ვერულავა ისაუბრებს ტერენტი გრანელის ცხოვრებაზე, 1920-1930-იან წლების„მკვდარ“ საქართველოზე, პოეტის კრებულებზე - „სულიდან საფლავები“ (1922 წ.) და„Memento mori“ (1924); პოეტის დამოკიდებულებაზე თავის დროსთან, სადაც „ცოცხალიმარხია ხალხი“, და რომელშიც იგი დაქორწინდა სიღარიბეზე, როგორც მისი სულიერი ორეული ფრანცისკ ასიზელი.

მომხსენებელი ასევე ისაუბრებს თავის წიგნზე - „გრანელი“, რომელიც მან 2008 წლის აგვისტოს ომს მიუძღვნა.

შეხვედრის დრო: 27 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

დასწრება თავისუფალია.

ბანერები