ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორი ჯორჯ ედვარდსი ილიაუნიში

ელსა თბილისის, GLCC Group–ისა და ილიას სახელმწფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ქართველი სტუდენტებისათვის საჯარო ლექციას ჩაატარებს.
ინდიანას უნივერსიტეტის რობერტ მაკინის სამართლის სკოლის პროფესორი, ჯორჯ ედვარდსი.

პროფესორს გაკეთებული აქვს ამერიკული the Master of Laws (LL.M.), Juris Doctor (J.D.), and S.J.D. / J.S.D. შესახებ კვლევა, თუ რომელი პროგრამა რეალურად რას სთავაზობს სტუდენტებს.

პრეზენტაციის მიზანია - ქართველი სტუდენტებისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში იურიდიული განათლების ხელშეწყობა.

სამართლის მაგისტრის ხარისხის მაძიებელი სტუდენტებისათვის განიხილება:

სასურველი LL.M. პროგრამის შერჩევა; სასურველი უნივერსიტეტის შერჩევა; კონკრეტულ უნივერსიტეტებში ჩარიცხვასთან დაკავშირებული პროცედურები;
სტიპენდიის მიღების პროცედურები; კარიერულ მიზნამდე მიღწევის გზები.

საჯარო ლექცია გაიმართება 17 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში,  A101 აუდიტორიაში.
დასწრება თავისუფალია!

ბანერები