ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ზურაბ ჭიაბერაშვილის საჯარო ლექცია: „ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავება და მართვა“

ღონისძიებები

8 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის პროფესორი, ზურაბ ჭიაბერაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავება და მართვა“. ლექციის მიმდინარეობისას მომხსენებელი ისაუბრებს ევროპეიზაციის გავლენაზე საქართველოში ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესზე.

საჯარო ლექცია ჩატარდება ილიაუნის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) მიერ ორგანიზებული ლექციათა კურსის - „ევროპეიზაციის გავლენა საჯარო პოლიტიკის ცვლილებაზე საქართველოში“ - ფარგლებში. კურსის მიმდინარეობისას მსმენელები გაიღრმავებენ ცოდნას იმის შესახებ, თუ რა გავლენა მოახდინა ევროპეიზაციის პროცესმა საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებაზე საქართველოში: მაკროეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, სამართალზე, თავდაცვასა და საგარეო პოლიტიკაზე.

ლექციის დასასრულს გაიმართება დისკუსია.

დრო: 8 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.

ბანერები