ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ზაალ ანდრონიკაშვილის საჯარო ლექცია „ქართული ლიტერატურა პატარა ლიტერატურას და მსოფლიო ლიტერატურას შორის“

ღონისძიებები

27 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ ლიტერატურამცოდნის, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის, ილიაუნის სრული პროფესორის, ზაალ ანდრონიკაშვილის საჯარო ლექციაზე „ქართული ლიტერატურა პატარა ლიტერატურას და მსოფლიო ლიტერატურას შორის“.

როგორ უნდა აღვწეროთ ლიტერატურა? რომანტიზმიდან მოყოლებული ლიტერატურის აღწერის წამყვანი მოდელი ეროვნული ლიტერატურაა, რომელიც ლიტერატურას უკავშირებს ენას ან ეროვნულ სახელმწიფოს. XVIII საუკუნიდან არსებობს „მსოფლიო ლიტერატურის“ (Weltliteratur) ცნება, რომლის მნიშვნელობაზე დღემდე კამათობენ ლიტერატურის თეორეტიკოსები. XX საუკუნის დასაწყისში ფრანც კაფკამ შემოიტანა „პატარა ლიტერატურის“(kleine Literatur) ცნება. მოხსენებაში ქართული ლიტერატურა ამ თეორიული ცნებების ჭრილში განიხილება – რას ნიშნავს თითოეულ ამ ცნებაზე ორიენტაცია თანამედროვე ქართული ლიტერატურისთვის და რატომაა ჩვენი ლიტერატურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მსოფლიო ასპარეზზე გასვლა.

დრო: 27 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია. 

ბანერები