ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ვოლფგანგ ბაბეკის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

21 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი, პროფესორი ვოლფგანგ ბაბეკი (Wolfgang Babeck) წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - „Relevant differences between the common and the civil law system. Lessons to consider for Georgia”.

ლექციის დასრულების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია, მოწვეულ სტუმარს მიანიჭებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებას.

ბონდის უნივერსიტეტის (ავსტრალია) იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ვოლფგანგ ბაბეკი, უკვე 20 წელია, აქტიურად არის ჩართული საქართველოში კონსტიტუციის ფორმირების პროცესში. ის გახლავთ ავტორი წიგნისა „კონსტიტუციის შემუშავება და მიღება საქართველოში (1993-1995)“ და თანაავტორი წიგნისა „კონსტიტუციის გადასინჯვა - საქართველოს გზა ევროპისკენ“. ვოლფგანგ ბაბეკის საქმიანობა სამი ქვეყნის იურისდიქციის მიერაა აღიარებული, კერძოდ: ის სოლისიტორია (solicitor) ახალ სამხრეთ უელსში, ინგლისსა და უელსში და ადვოკატია (Rechtsanwalt) გერმანიაში.

ლექციის დრო: 21 აპრილი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გიორგი წერეთლის ქ. №1)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები