ღონისძიებები
30 ივლისი, 2026
ღონისძიებები
23 ივლისი, 2026
ღონისძიებები
26 ივლისი, 2026
პროფესორ ვლადიმირ ბენკოს საჯარო ლექციათა სერია
ღონისძიებები
28, 29 და 30 აგვისტოს, 11: 00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში გაიმართება სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის ლ. შტურის სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორის, ვლადიმირ ბენკოს საჯარო ლექციათა სერია შემდეგი თანმიმდევრობით:
- 28 აგვისტო - კორპუსული მეთოდოლოგიის გამოყენება ლექსიკოგრაფიული, მთარგმნელობითი და სხვა ტიპის კვლევების დროს;
- 29 აგვისტო - კორპუსის დიზაინისა და კორპუსების შედგენაზე ორიენტირებული კომპიუტერული უზრუნველყოფა;
- 30 აგვისტო - ონლაინკორპუსები და Aranea-ს ქართულენოვანი რესურსი.
პროფესორ ბენკოს საჯარო ლექციათა სერია ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინასებული ციფრული ჰუმანიტარიის სტრუქტურული სადოქტორო პროგრამის ფარგლებში.
დრო: 28, 29 და 30 აგვისტო, 11:00 საათი
ადგილმდებარეობა: F303 აუდიტორია (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.