ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ურიელ როზენბლუმის საჯარო ლექციათა ციკლი

ღონისძიებები

3-4 ივლისს  ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტში პარიზის დენი დიდროს უნივერსიტეტის დეპარტამენტის „კვლევები ფსიქოანალიზში“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის განყოფილების თანამშრომლობის ფარგლებში ერაზმუს მობილობის პროგრამის დახმარებით პროფესორი ურიელ როზენბლუმი  წაიკითხავს ლექციათა ციკლს.

სალექციო კურსის თემატიკა:

  • რას ნიშნავს იყო მშობელი/გახდე მშობელი
  • მშობლად ყოფნის კლინიკა და ფსიქოპათოლოგია დღეს
  • მშობლობის ახალი, მოდერნული ფორმები ჩვენს დროში
  • პერინატალური ფსიქიატრია

მომხსენებლის შესახებ    

ურიელ როზენბლუმი ფსიქიატრი, ფსიქოანალიტიკოსი, პერინატალური ფსიქიატრიის წარმომადგენელია. იგი არის სალპეტრიერის ბავშვთა ფსიქიატრიის განყოფილების ფსიქიატრი/ფსიქოანალიტიკოსი, კლინიკური ფსიქოლოგიისა და ფსიქოპათოლოგიის პროფესორი (დიდროს უნივერსიტეტი, ბურგონდიის უნივერსიტეტი, დიჟონის უნივერსიტეტი).

პირველი ლექცია

დრო: 3 ივლისი,19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეორე  ლექცია

 დრო: 4 ივლისი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლექციათა სამუშაო ენა: ფრანგული (თანმიმდევრული ქართული თარგმანით)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები