
ღონისძიებები
30 მაისი, 2022

ღონისძიებები
17 მაისი, 2022

ღონისძიებები
18 მაისი, 2022
პროფესორ თინათინ კახნიაშვილის სემინარი: "კოსმოლოგიური ფაზური გადასვლების დროს გენერირებული მაგნიტური ველების ევოლუცია"
ღონისძიებები
25 სექტემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 204 აუდიტორიაში, ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი, თინათინ კახნიაშვილი, ჩაატარებს სემინარს თემაზე: "კოსმოლოგიური ფაზურიგადასვლების დროს გენერირებული მაგნიტური ველების ევოლუცია".
სემინარზე განხილული იქნება კოსმოლოგიური ფაზური გადასვლების დროს მაგნიტური ველებისა და მაგნიტო-ჰიდროდინამიკური ტურბულენტობის გენერაციის მექანიზმები. ფენომენოლოგიურ მოდელებზე და რიცხვითი მოდელირების შედეგებზე დაყრდნობით,გაანალიზებული იქნება მაგნიტური ველების ევოლუცია.
დრო: 25 სექტემბერი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 204 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)
დასწრება თავისუფალია.