ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ თინათინ კახნიაშვილის საჯარო ლექცია ილიაუნის სამეცნიერო კაფეში

ღონისძიებები

4 აპრილს, სამშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორთან, თინათინ კახნიაშვილთან.

თემა: ადრეული სამყაროს სურათის აღდგენა: მითი და რეალობა

რა იყო სამყაროს საწყისი - ეს არის თანამედროვე კოსმოლოგიის უმნიშვნელოვანესი კითხვა, რომელიც ფიზიკისა და ფილოსოფიის ზღვარზე გადის. დღეისთვის მეცნიერების მიღწევები იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ „დავინახოთ“ სამყაროს დაბადება და ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა სამყაროში, როცა მისი ასაკი წამზე გაცილებით ნაკლები (10^{--44}) წამი - პლანკის დრო) იყო. მომხსენებელი ისაუბრებს  ადრეული სამყაროს სურათის აღდგენაზე კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონისა და პირველადი გრავიტაციული ტალღების მეშვეობით, ფიზიკის კანონების შემოწმების საშუალებაზე ადრეულ სამყაროში (იმ ენერგიებზე, რომლებიც ვერასოდეს ვერ მიიღწევა ლაბორატორიის პირობებში, თუნდაც უმძლავრეს ამაჩქარებლებზე), ასევე, სამყაროს დღეისთვის ამოუცნობ თავისებურებსა თუ უპასუხო კითხვებზე. 
     
დრო: 4 აპრილი, სამშაბათი, 18:00 საათი. 

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები