ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ თინა კახნიაშვილის საჯარო მოხსენება „მითისა და რეალობის ზღვარზე: გრავიტაციული ტალღებით „დანახული" სამყარო“

ღონისძიებები

20 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში პროფესორი თინა კახნიაშვილი წაიკითხავს მოხსენებას „მითის და რეალობის ზღვარზე: გრავიტაციული ტალღებით „დანახული" სამყარო“.

თემის მოკლე აღწერა

აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიის ფარგლებში ნაწინაწარმეტყველები (1915 წ.) გრავიტაციული ტალღების პირდაპირი დეტექტირება მხოლოდ 2015 სექტემბერში განხორციელდა, და ამით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ახალი ეპოქა დაიწყო – დღეისათვის, დეტექტორის სიხშირისადმი მგრძნობელობიდან გამომდინარე, მხოლოდ ასტროფიზიკური მოვლენებით აღძრული გრავიტაციული ტალღებია აღმოჩენილი და ამ აღმოჩენის მეშვეობით მოწმენი ვართ 1.3 მილიარდი წლის წინ მომხდარი ორი შავი ხვრელის შერწყმისა. სულ ახლახანს (2016 წლამდე) გრავიტაციული ტალღების გავრცელების დაკვირვება და ამ ტალღების მონიტორინგი ფანტასტიკური მოთხრობებისა და ნოველების ეპიზოდებს წარმოადგენდა (ძმები სტუგანცკები, სტანისლავ ლემი და სხვ.), დღეს უკვე შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ რამდენიმე შემთხვევა დამაჯერებლად იდენტიფიცირებულია (იხ. სურათი) და კიდევ ათეული შემთხვევის კვლევა კვლავაც მიმდინარეობს (2017-2019). მიუხედავად უკვე მიღებული საინტერესო ასტროფიზიკური შედეგებისა, გრავიტაციული ტალღების ასტრონომია მხოლოდ ჩანასახოვან სტადიაზეა და მომავალში შეგვეძლება არა მარტო მილიარიდი წლის წინანდელი მოვლენა შევისწავლოთ, არამედ დავაკვირდეთ თავად სამყაროს „დაბადების" მომენტს, იმ დროს, როცა სამყარო იყო პიკოწამის (10-12  წმ.), 0.000000000001 წმ. რაც შესაძლებელი გახდება თანამგზავრული და ატომური ინტერპერომეტრიის საშუალებით ან/და გრავიტაციული ტალღების მიერ. კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონის რუკაზე დატოვებული კვალის გარჩევისას კი დავაკვირეთ სამყაროს დიდი აფეთქების მომენტში 10-36 წმ (0.35"0"1 წმ).

მომხსენებელი შეეხება ამ სრულიად ახალი დარგის მიღწევებს და ისაუბრებს მომავლის პერსპექტივაზე, ამ მიმართულების ილიაუნის ფარგლებში შემდგომი განვითარების გეგმებზე. ასევე მოკლედ მიმოიხილავს იმ შედეგებს, რომლებიც 2019 წელს მეცნიერთა ჯგუფმა მიიღო ილიაუნის ბაზაზე შოთა რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში (რომლის შემადგენლობაში პროფ. თინა კახნიაშვილის გარდა სამი დოქტორანტი: საიან მანდალი, სალომე მჭედლიძე, ალბერტო როპერ პოლი, ასევე პროექტის სამეცნიერო კონსულტანტები: აქსელ ბრანდენბურგი (შვედეთი), არტურ კოსოსკი (აშშ) და იენს ნიამაირი (გერმანია).

დრო: 20 დეკემბერი, 18:00 საათი 

ადგილმდებარეობა: T102 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები