ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ თინა კახნიაშვილის საჯარო ლექცია: „სივრცე-დრო და გრავიტაცია: სამყაროს დასაწყისი“

ღონისძიებები

26 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ თინა კახნიაშვილის საჯარო ლექცია: „სივრცე-დრო და გრავიტაცია: სამყაროს დასაწყისი“.

მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: როგორ ხსნის სხვადასხვა თეორია სამყაროს დასაწყისს? როგორი ექსპერიმენტების საშუალებით არის შესაძლებელი ადრეული სამყაროს დაკვირვება? ლექციის დიდი ნაწილი დაეთმობა გრავიტაციული ტალღების ასტრონომიის საკითხებს. 

დრო: 26 დეკემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გიორგი წერეთლის ქ. №1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები