ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ თენგიზ ვერულავას საჯარო ლექცია: საავადმყოფოს გლობალური ბიუჯეტით დაფინანსება - მსოფლიო გამოცდილება და საქართველო

ღონისძიებები

6 დეკემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E235 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ჯანდაცვისა და დაზღვევის ცენტრის“ ორგანიზებით, საჯარო ლექციას წაიკითხავს მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი, თენგიზ ვერულავა.

საჯარო ლექციის თემაა: „საავადმყოფოს გლობალური ბიუჯეტით დაფინანსება - მსოფლიო გამოცდილება და საქართველო“.

მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით, იგეგმება საავადმყოფოებისთვის დაფინანსების მეთოდოლოგიის შეცვლა, კერძოდ, გლობალური ბიუჯეტით დაფინანსების მეთოდის შემოღება.

დრო: 6 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E235 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები