ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ თენგიზ ვერულავას საჯარო ლექცია: „პიროვნული პასუხისმგებლობა და სოლიდარობა - სოციალური სფეროს ორი პარადიგმა თუ აუცილებელი სიმბიოზი“

ღონისძიებები

8 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ილიაუნის პროფესორი თენგიზ ვერულავა წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „პიროვნული პასუხისმგებლობა და სოლიდარობა - სოციალური სფეროს ორი პარადიგმა თუ აუცილებელი სიმბიოზი“.

ლექცია ეძღვნება სოციალური სფეროს სისტემური მოწყობის ორი მიდგომის -  სამედიცინო შემნახველი ანაბრების, როგორც პიროვნული პასუხისმგებლობის, და დაზღვევის, როგორც სოლიდარობის პარადიგმების - ანალიზს. სოციალური სფერო ეფექტურად ვერ იარსებებს მხოლოდ პიროვნული პასუხისმგებლობის ან მხოლოდ სოლიდარობის იმედად. მისი ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია ორივე მიდგომის სიმბიოზი.

მომხსენებლის შესახებ

თენგიზ ვერულავა მედიცინის აკადემიური დოქტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. იგი ხელმძღვანელობს ილიაუნის ჯანდაცვისა და დაზღვევის სკოლას. ამავე დროს, სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის - „ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა“ - რედაქტორია. თენგიზ ვერულავა ავტორია  9 წიგნისა და 70-მდე სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში.

დრო: 8 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები