ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ თენგიზ ვერულავას საჯარო ლექცია: „ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის 10 პარადიგმა“

ღონისძიებები

2017 წლის 12 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა მედიცინის აკადემიურ დოქტორთან, პროფესორ თენგიზ ვერულავასთან.

საუბარი შეეხება ჯანმრთელობის სოციალური  დაზღვევის დანერგვის თავისებურებებს, განსაკუთრებით ისეთი განვითარებადი, გარდამავალი ქვეყნების მაგალითზე, როგორიც საქართველოა. კერძოდ:

რამდენად უწყობს ხელს ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევა ჯანმრთელობის სისტემის მიზნებს?

რამდენად საჭიროებს დამატებით დაფინანსებას და მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან?

რამდენად შესაძლებელია შემოსავლების შეგროვების პროცედურების განხორციელება ტექნიკურად?

რამდენად ხელმისაწვდომია ფიზიკური და ინტელექტუალური რესურსები ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის სისტემის დასანერგად?

რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეთ მათ, ვინც ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევით სარგებლობს?

ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის სისტემის ტექნიკური განხორციელების შესაძლებლობა და ფინანსური სიცოცხლისუნარიანობა რამდენად არის დამოკიდებული სადაზღვევო მოცვის სიღრმეზე, სიგანესა და სიმაღლეზე?

ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის სისტემა როგორ ახორციელებს ჯანმრთელობის სერვისების შეძენას ან  გაწევას?

ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის სისტემა როგორ ახდენს სადაზღვევო შენატანებისა და სავარაუდო სუბსიდირებული შემოსავლების დაბალანსებას დაზღვეულთა ჯანმრთელობის დაზღვევისა და  ადმინისტრაციულ ხარჯებთან.

შეხვედრის ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვისა და დაზღვევის ინსტიტუტი.

დრო: 12 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა:  E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია

 

ბანერები