ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ თეიმურაზ ზაქარაშვილის ლექცია: „მზის ატმოსფეროს გაცხელების პრობლემის გადაჭრის ახალი პერსპექტივები“

ღონისძიებები

13 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის პროფესორი თეიმურაზ ზაქარაშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „მზის ატმოსფეროს გაცხელების პრობლემის გადაჭრის ახალი პერსპექტივები“.

მზე უდიდეს გავლენას ახდენს დედამიწის ატმოსფეროსა და ჩვენი ცივილიზაციის შემდგომ სამეცნიერო-ტექნიკურ განვითარებაზე. მზის ზედაპირის (ფოტოსფეროს) ტემპერატურა რამდენიმე ათასი გრადუსია, ხოლო ზედა ატმოსფეროში (გვირგვინში) რამდენიმე მილიონ გრადუსს აღწევს. ატმოსფერული პლაზმის გაცხელების მექანიზმი ჯერჯერობით უცნობია. მოხსენება შეეხება მზის ატმოსფეროს გაცხელების პრობლემის მიმოხილვას და მისი გადაჭრის უახლესი პერსპექტივების აღწერას.

დრო: 13 დეკემბერი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები