ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ სტივენ კოტკინის საჯარო ლექცია: უნდა მომკვდარიყო თუ არა საბჭოთა კავშირი?

ღონისძიებები

18 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, საბჭოთა კავშირის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ისტორიკოსი, სტალინის განთქმული ბიოგრაფიის ავტორი, სტივენ კოტკინი,წაიკითხავს საჯარო ლექციას: უნდა მომკვდარიყო თუ არა საბჭოთა კავშირი? (Did the Soviet Union have to die?).

ლექცია ტარდება ლექციათა ციკლის ფარგლებში "კრიზისი და კრიტიკა", რომელსაც მხარს უჭერს პროგრამა „კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი“.

მომხსენებლის შესახებ

სტივენ კოტკინი პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი და სტენფორდის უნივერსიტეტთან არსებული ჰუვერის ინსტიტუტის წევრია. მის ნაშრომებს შორისაა: „მაგნიტური მთა - სტალინიზმი როგორც ცივილიზაცია“ (1995);  „აცილებული არმაგედონი - საბჭოთა კოლაფსი, 1970-2000“ (2001), „სტალინი, ტ. 1 - ძალაუფლების პარადოქსები“ (2014) და მრავალი სხვა.

უზრუნველყოფილი იქნება ლექციის სინქრონული თარგმანი.

დრო: 18 დეკემბერი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები