ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ სტივენ ჯონსის შეხვედრა მკითხველთან და წიგნის პრეზენტაცია

ღონისძიებები

28 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართება პროფესორ სტივენ ჯონსის წიგნის „სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალ-დემოკრატიისკენ (1883-1917)“ მეორე, განახლებული ქართული გამოცემის პრეზენტაცია.

ღონისძიებას გახსნის საპატიო სტუმარი, ნოე ჟორდანიას ვაჟი, 1921 წელს დაბადებული რეჯებ ჟორდანია.

წიგნის ავტორი ისაუბრებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავზე, პირველ მოდერნულ ქართულ სახელმწიფოზე, ქართული სოციალ-დემოკრატიის ისტორიაზე. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება პროფესორ სტივენ ჯონსის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებით დაჯილდოების ცერემონია.

მომხსენებლის შესახებ

პროფესორი სტივენ ჯონსი მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯში (აშშ) რუსეთისა და ევრაზიულ სწავლებათა მიმართულების ხელმძღვანელია. ის 1970-იანი წლებიდან მოყოლებული იკვლევს საქართველოს ისტორიასა და პოლიტიკას. დაწერილი აქვს ორი ფუნდამენტური მონოგრაფია: „სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალ-დემოკრატიისკენ (1883-1917)“ და „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“. ამჟამად ასრულებს მესამე მონოგრაფიას, რომელიც უშუალოდ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეეხება.

დრო: 28 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2020 წელი

ბანერები