ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ სტანისლავ შექშნიას საჯარო ლექცია: ''Athletic CEO Leadership for Turbulent Times''

ახალი ამბები

29 სექტემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში პროფესორი სტანისლავ შექშნია წაიკითხავს საჯარო ლექციას სახელწოდებით: ''Athletic CEO Leadership for Turbulent Times''.

მომხსენებლის შესახებ

პროფესორი შექშნია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესსკოლის (INSEAD - INSTITUTE EUROPEEN D' ADMINISTRATION DES AFFAIRS) აფილირებული პროფესორია მეწარმეობის დარგში. მისი კვლევის ინტერესის სფეროა ლიდერობის განვითარება, დამწყები ორგანიზაციებისა და ბაზრების ეფექტური მართვა, კორპორაციული მართვის საკითხები. პროფესორი შექშნია მრავალი წიგნის ავტორი, თანაავტორი და რედაქტორია. მის პუბლიკაციათა შორია არის: „თავისუფალი ადამიანების მენეჯმენტი“ (2015).

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 29 სექტემბერი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია. 

ბანერები